მდებარეობა
"ბუნებურის" მარანი მდებარეობს კახეთის რეგიონში, გარე კახეთის (ივრის) ზეგანზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში, ზღვის დონიდან 540 მეტრ სიმაღლეზე, თბილისიდან 65 კმ. ხოლო საგარეჯოდან 25 კმ. დაშორებით.
ვენახი
მარანი ამუშავებს 4.5 ჰექტარ საფერავის და 1.5 ჰექტარ თეთრი ჯიშის ყურძნის (რქაწითელი, კახური მწვანე, ქისი, ხიხვი, გრძელმტევანა, მცვივანი) ვენახებს. მევენახეობაში არ გამოიყენება ჰერბიციდები და მინერალური სასუქები. საღვინედ შეირჩევა მხოლოდ მაღალი ხარისხის, ერთი ვენახის ყურძენი. ჰექტარზე საშუალო მოსავლიანობა შეადგენს 5-6 ტონას.
მარანი
მარანში ღვინის დაყენების და დავარგების ტექნოლოგიური პროცესი მიმდინარეობს უჟანგავი ფოლადის რეზერვუარებში, ბუნებრივად, ზედმეტი ტექნოლოგიური ჩარევის და დანამატების გამოყენების გარეშე. ღვინო ბოთლებში ისხმება გაუფილტრავად.