მარანი ბუნებური მარანი ბუნებური კომპანია პროდუქტები მაღაზიები shopping_cart ონლაინ შეძენა menu კომპანია პროდუქტები მაღაზიები shopping_cart ონლაინ შეძენა English
place
მდებარეობა
"ბუნებურის" მარანი მდებარეობს კახეთის რეგიონში, გარე კახეთის (ივრის) ზეგანზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში, ზღვის დონიდან 540 მეტრ სიმაღლეზე, თბილისიდან 65 კმ. ხოლო საგარეჯოდან 25 კმ. დაშორებით.

grain
ვენახი
მარანი ამუშავებს ორ ჰექტარ რქაწითელის და ერთ ჰექტარ საფერავის ჯიშის ყურძნის ვენახებს. მევენახეობაში არ გამოიყენება ჰერბიციდები და მინერალური სასუქები. საღვინედ შეირჩევა მხოლოდ მაღალი ხარისხის, ერთი ვენახის ყურძენი. ჰექტარზე საშუალო მოსავლიანობა შეადგენს 5-6 ტონას.
account_balance
მარანი
მარანში ღვინის დაყენების და დავარგების ტექნოლოგიური პროცესი მიმდინარეობს უჟანგავი ფოლადის რეზერვუარებში, ბუნებრივად, ზედმეტი ტექნოლოგიური ჩარევის და დანამატების გამოყენების გარეშე. ღვინო ბოთლებში ისხმება გაუფილტრავად.
საფერავი 2016

საფერავი 2016

წითელი, მშრალი, გაუფილტრავი
სად შევიძინოთ
რქაწითელი 2016

რქაწითელი 2017

თეთრი, მშრალი, გაუფილტრავი
სად შევიძინოთ
საფერავი 2017

საფერავი 2017

წითელი, მშრალი, გაუფილტრავი
სად შევიძინოთ
„ჭეშმარიტი საგანი ღვინის კეთებისა, ამისი თავი და ბოლო, ბუნებურის ღვინის შექმნაა...“
ილია ჭავჭავაძე
grain
საფერავი
საფერავი ქართული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია. ძირითადად გვხვდება კახეთში. კახეთის გარდა ფართოდაა გავრცელებული საქართველოს სხვა რეგიონებშიც, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ. საფერავიდან მზადდება უმაღლესი ხარისხის წითელი მშრალი ღვინოები (როგორც სუფრის, ასევე ადგილწარმოშობის) დაძველების დიდი პოტენციალით. საფერავი ასევე გამოიყენება ნახევრადტკბილი და ვარდისფერი ღვინოების დასამზადებლად.
grain
რქაწითელი
ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია და ეკუთვნის კახეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. კახეთის გარდა იგი ფართოდაა გავრცელებული საქართველოს სხვა რეგიონებშიც, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ. ყურძენი გამოირჩევა თავისი ლამაზი გარეგნული შეხედულებით – მოზრდილი საშუალო სიმკვრივის მტევნებით და სასიამოვნო გემოთი. რქაწითელის ჯიშიდან საქართველოში დგება უმაღლესი ხარისხის კლასიკური (ევროპული) და კახური ტიპის (ქვევრის) ღვინოები.
ღვინო ვენახიდან იწყება
ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ ბუნებრივ საშუალებებს
კომპანიის შესახებ

მარანი „ბუნებური“ დაარსებულია 2016 წელს. მდებარეობს გარე კახეთის ზეგანზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში (ზღვის დონიდან 540 მ.).

მარანი აწარმოებს რქაწითელის და საფერავის ღვინოებს. მევენახეობაში არ გამოიყენება ჰერბიციდები და მინერალური სასუქები. საღვინედ შეირჩევა მხოლოდ მაღალი ხარისხის, ერთი ვენახის ყურძენი.

ღვინის დაყენების და დავარგების ტექნოლოგიური პროცესი მიმდინარეობს უჟანგავი ფოლადის რეზერვუარებში, ბუნებრივად, ზედმეტი ტექნოლოგიური ჩარევის და დანამატების გამოყენების გარეშე.

საკონტაქტო ინფორმაცია
კითხვებისა და კომერციული შეთავაზებებისთვის მოგვმართეთ: phone +995 598 804 216 place ბადიაური, საგარეჯო email info@buneburi.com share facebook.com/buneburi
keyboard_arrow_up
Copyright © 2018 Buneburi LLC